საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

“მანგანუმის  სამთო-გამამდიდრებელი წარმოების ნარჩენების უტილიზაციის ტექნოლოგიის შემუშავება“

თსუ რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტში შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტის AR-18-281 (2019-2022 წწ)  “მანგანუმის  სამთო-გამამდიდრებელი წარმოების ნარჩენების უტილიზაციის ტექნოლოგიის შემუშავება“ ფარგლებში შექმნილი საპილოტე დანადგარების, ვიდეორგოლისა და ელექტრონული ბუკლეტის პრეზენტაცია გაიმართა.

 

პრეზენტაციის დამსწრეები გაეცნენ ასევე მანგანუმის სამთო-გამამდიდრებელი წარმოების ნარჩენების უტილიზაციის ტექნოლოგიებს. თსუ მეცნიერთა მიერ შემუშავებული, უტილიზაციის ტექნოლოგიების ორი ვარიანტით (In-cell და Ex-cell) მიღებული ნარჩენი მასალა გამოყენებადია სამშენებლო ინდუსტრიაში.

 

შექმნილია ტექნოლოგიური ხაზის სადემონსტრაციო ვერსია და Ex-cell ტექნოლოგიური პროცესი გამოცდილია მსხვილ-ლაბორატიურ პირობებში ჭიათურის ნედლი მადნის გამდიდრების პროცესში მიღებული ნარჩენების, (კუდები, შლამები) ბაზაზე.  

თარიღი: 09/12/2022